Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 22

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

221 ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. 2 ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. 3 სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის. 4 შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. 5 გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე. 6 ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე. და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
ფსალმუნი 21                                                                                                ფსალმუნი 23

COMMENTS