HomeUncategorized

ფსალმუნები 128

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1281 გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან – თქვას ისრაელმა –, 2 მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს; 3 ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები. 4 უფალი სამართლიანია; დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა. 5 შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა. 6 იქნებიან, ვითარცა ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე ხმება. 7 რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას – ძნის შემკვრელი; 8 და არ ეტყვიან გამვლელნი: „კურთხევა უფლისა თქვენ! გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით!”

ფსალმუნი 127                                                                                                                                         ფსალმუნი 129

COMMENTS