HomeUncategorized

ფსალმუნები 145

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1451 ალელუია! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! 2 ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ! 3 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა, 4 ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმავე დღეს გაქრება მისი აზრები. 5 ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე, 6 რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია; რომელიც იცავს ჭეშმარიტებას უკუნისამდე; 7 იქმს სამართალს ჩაგრულთათვის, აძლევს პურს დამშეულებს, უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს. 8 უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. 9 უფალი იცავს შემოხიზნულებს; ქვრივ-ობლებს გაამხნევებს, და ბორორტთა მრუდე გზებით ატარებს. 10 იმეფებს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონო, თაობიდან თაობამდე. ალელუია!

ფსალმუნი 144                                                                                                                                      ფსალმუნი 146

COMMENTS