ფსალმუნები
1111 ალელუია! ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული. 2 ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. მართალთა თაობა დაილოცება. 3 სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში, და მისი სიმართლე მარადიულია. 4 წრფელთ გამოაბრწყინებს სიბნელეში ნათელს, მოწყალე, შემბრალე და მართალი. 5 კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – გამართულად ილაპარაკებს სამართალში; 6 რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი. 7 ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე. 8 იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს. 9 განაბნია და მისცა ღატაკთ; მისი სიმართლე მარადიულია, მისი რქა ამაღლდება დიდებით. 10 ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.