HomeUncategorized

ფსალმუნები 53

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

531 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალებაო. ღმერთო, შენი სახელით მიშველე, და შენი ძალით გამასამართლე! 2 ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა; მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა! 3 რადგან უცხონი აღიძრნენ ჩემზე, და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი; არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. 4 აჰა, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი. 5 მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი. 6 ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია ის! 7 რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.

ფსალმუნი 52                                                                                                                                          ფსალმუნი 54

COMMENTS