HomeUncategorized

ფსალმუნები 140

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1401 ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ. 2 წარიმართოს ჩემი ლოცვა შენს წინაშე, ვითარცა საკმეველი, ჩემს ხელთა აღპყრობა იყოს საღამოს მსხვერპლად. 3 დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაიცავი – ბაგენი ჩემნი. 4 არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან. 5 დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს ზეთია რჩეული ჩემი თავისთვის, არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული. 6 დაიმსხვრნენ კლდის ქიმებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია. 7 „როგორც დალეწილი წისქვილის ქვა მიწაზე. ისე გაიბნევა ჩვენი ძვლები ჩვენი შეოლის ყბაში.” 8 რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს! 9 დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან. 10 გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.

ფსალმუნი 139                                                                                                                                         ფსალმუნი 141

COMMENTS