HomeUncategorized

ფსალმუნები 98

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

981 უფალი მეფობს; შეძრწუნდნენ ერები; ის ქერუბიმებზეა ამხედრებული, ირყევა ქვეყანა. 2 უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ერებზე. 3 ისინი აქებენ შეს სახელს, დიდსა და საშიშს,- წმიდაა იგი – 4 და სიძლიერეს მეფისას, რომელსაც სამართალი უყვარს. შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში. 5 აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის ფერხთა საყრდენს! წმიდაა იგი! 6 მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის, ისინი მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ. 7 ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მოწმობანი და წესდება, მათთვის მიცემული. 8 უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, და აგრეთვე შურისმაძიებელი მათი ნამოქმედარის. 9 აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას! რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი!

ფსალმუნი 97                                                                                                                                             ფსალმუნი 99

COMMENTS