ფსალმუნები 56

By
ივლისი 6, 2015

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
561 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ”. დავითის ძეგლისწერა, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული, და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს. 2 მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც თავის ნებას აღასრულებს ჩემზე. 3 გამომიგზავნის ციდან ხსნას, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას. 4 ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის ვცხოვრობ, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა – ბასრი მახვილი. 5 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება. 6 ბადე გაამზადეს ჩემთა ფერხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. 7 წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული, გიმღერებ და გიგალობებ. 8 გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვიღვიძებ ცისკართან ერთად. 9 განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში. 10 რადგან დიდია, ზეცამდეა შენი წყალობა, და ღრუბლებამდე – შენი ჭეშმარიტება. 11 ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.

ფსალმუნი 55                                                                                                                                           ფსალმუნი 57

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close