HomeUncategorized

ფსალმუნები 87

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

871 გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა. გუნდის ლოტბარს. მახალათის ხმაზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო, შენს წინაშე ვღაღადებ დღედაღამ! 2 მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას; 3 რამეთუ აღივსო ვნებებით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება. 4 შევირაცხე მათ გვერდით. სამარეში რომ ჩადიან, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო. 5 მკვდრებს შორის ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი სამარეში მწოლარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ. 6 მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში. 7 მე დამატყდა თავს რისხვა შენი, და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. 8 შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დატყვევებული ვარ და ვერ გამოვდივარ. 9 თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს. 10 ნუთუ მკვდრებისათვის მოიმოქმედებ სასწაულს, ან მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? 11 განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე, და ჯოჯოხეთში – შენს ჭეშმარიტებაზე? 12 შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში? 13 მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი, და დილ-დილობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა. 14 რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან? 15 ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, დავუძლურდი. 16 თავზე გადამიარა შენმა რისხვის სასჯელმა, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა. 17 გარე მივლიდნენ, წყლების მსგავსად მთელ დღეს, ყველა ერთად მერტყმოდა გარს. 18 შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.

ფსალმუნი 86                                                                                                                                            ფსალმუნი 88

COMMENTS