ფსალმუნები 69

By
ივლისი 9, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

691 გუნდის ლოტბარს. დავითისა. გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად! 2 დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი; უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მძებნელნი! 3 დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: „ოჰო! ოჰო!” 4 ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს; და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი!” ვისაც უყვარს შველა შენმიერი. 5 ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ! ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ; უფალო! ნუ დააყოვნებ!

ფსალმუნი 68                                                                                                                                             ფსალმუნი 70

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close