ფსალმუნები 109

By
ივლისი 19, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1091 დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.” 2 კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. 3 შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს; წმიდა ბრწყინვალებით, განთიადის საშოდან გშობე, ვითარცა ცვარი. 4 დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.” 5 უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. 6 განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. 7 ნაკადულიდან დალევს გზაში. ამიტომ მაღლა ასწევს თავს.

ფსალმუნი 108                                                                                                                                        ფსალმუნი 110

კომენტარის დატოვება

Close
Close