HomeUncategorized

ფსალმუნები 97

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

971 ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა. 2 განაცხადა უფალმა ხსნა მის მიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე. 3 გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელის სახლს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა. 4 შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ. 5 უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით. 6 რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ მეუფეს, უფალს! 7 ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი. 8 მდინარეებმა ტაში შემოჰკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად. 9 განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ერებს – სისწორით.

ფსალმუნი 96                                                                                                                                       ფსალმუნი 98

COMMENTS