HomeUncategorized

ფსალმუნები 57

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

571 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ”, დავითის ძეგლისწერა. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო? 2 არამედ გულში უკუღმართობას ითხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე. 3 გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას ასცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქმნელნი. 4 მათი გესლი მსგავსია გველის გესლისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს. 5 არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა. 6 ღმერთო, შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში! ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო! 7 გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით. 8 ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე. 9 ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს. 10 გაიხარებს წმიდა, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში. 11 და იტყვის კაცი: „აი, ნაყოფი წმიდისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.”

ფსალმუნი 56                                                                                                                                           ფსალმუნი 58

COMMENTS