HomeUncategorized

ფსალმუნები 40

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

401 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. 2 უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და შენ არ გადასცემ მათ მათი მტრების სურვილისამებრ. 3 უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს. 4 ვთქვი მე: „უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.” 5 ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი?” 6 და თუ მოვა ჩემს სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და იმასვე ილაპარაკებს. 7 ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე: 8 „სისაძაგლე აცუნდრუკებს მას; ვინც ერთხელ დაწვა, ვეღარ წამოდგება!” 9 ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა. 10 ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ. 11 ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე. 12 და ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წნაშე დამაყენებ სამარადისოდ. 13 კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!

ფსალმუნი 39                                                                                                                                           ფსალმუნი 41

COMMENTS