381 გუნდის ლოტბარს, იედუთუნს. დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე.” 2 მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი, მაგრამ ვაება გამიძლიერდა. 3 გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: 4 „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და – როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების. შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. 5 აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე! 6 ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. 7 „და ახლა, რას ველი, ბატონო? შენზეა ჩემი იმედი. 8 ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად. 9 დავდუმდი, ბაგეს ვეღარ ვაღებ, რადგან შენ ჰქმენ ამგვარად. 10 ამარიდე სასჯელი შენი; გავილიე შენი მომსვრელი ხელით. 11 თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. 12 მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. 13 მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.”
ძველი აღთქმა · ფსალმუნები
ფსალმუნები 38

ფსალმუნები — თავები
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
- 61
- 62
- 63
- 64
- 65
- 66
- 67
- 68
- 69
- 70
- 71
- 72
- 73
- 74
- 75
- 76
- 77
- 78
- 79
- 80
- 81
- 82
- 83
- 84
- 85
- 86
- 87
- 88
- 89
- 90
- 91
- 92
- 93
- 94
- 95
- 96
- 97
- 98
- 99
- 100
- 101
- 102
- 103
- 104
- 105
- 106
- 107
- 108
- 109
- 110
- 111
- 112
- 113
- 114
- 115
- 116
- 117
- 118
- 119
- 120
- 121
- 122
- 123
- 124
- 125
- 126
- 127
- 128
- 129
- 130
- 131
- 132
- 133
- 134
- 135
- 136
- 137
- 138
- 139
- 140
- 141
- 142
- 143
- 144
- 145
- 146
- 147
- 148
- 149
- 150