HomeUncategorized

ფსალმუნები 146

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
1461 ადიდეთ უფალი! რადგან კარგია. განდიდება ჩვენი უფლისა: რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება. 2 ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს. 3 განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ. 4 იგი თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს. 5 დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია. 6 გაამხნევებს მორჩილებს უფალი. ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე. 7 გაეხმიანეთ უფალს მადლობის გალობით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით, 8 რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს; 9 აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბახალებს – რომელნიც მოუხმობენ მას. 10 არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს. 11 ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.

ფსალმუნი 145                                                                                                                                        ფსალმუნი 147

COMMENTS