Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 4

ძველი აღთქმა
ფსალმუნები 

41 გუნდის ლოტბარს. დავითის საგალობელი. ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა. 2 შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? 3 უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდა: უფალი ისმენს, ოდეს ვუხმობ მას. 4 ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ: გულში იზრახეთ თქვენს საწოლებზე, დაიყუჩეთ. 5 შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ. 6 მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო! 7 შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას. 8 მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნი 3                                                                                                   ფსალმუნი 5

COMMENTS