Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 13

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

131 გუნდის ლოტბარს. დავითისა. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი.” გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი. 2 უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილთ, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკვათამყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს, 3 ყველამ უარყო, ერთიანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქმნელი კეთილისა, ერთიც არ არის. 4 ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონობის ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ ჭამენ და ღმერთს არ უხმობენ? 5 იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია. 6 თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი. 7 ოჰ, რომ მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელზე! როცა უფალი შინ დააბრუნებს თავის ხალხს, როგორ მოილხენს იაკობი, როგორ გაიხარებს ისრაელი.

ფსალმუნი 12                                                                                                ფსალმუნი 14

COMMENTS