ფსალმუნები 99

By
ივლისი 16, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

991 ფსალმუნი. სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! 2 ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით! 3 უწყოდეთ, რომ უფალი ღმერთია; მისი შექმნილები ვართ და არა ჩვენი, მისივე ხალხი ვართ და ცხვარი ვართ მისი სამწყსოსი. 4 შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი! 5 რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე – ჭეშმარიტება მისი.

ფსალმუნი 98                                                                                                                                            ფსალმუნი 100

კომენტარის დატოვება

Close
Close