Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 24

ძველი აღთქმი
ფსალმუნები
241 დავითისა. შენსკენ აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი. 2 ღმერთო ჩემო! შენით ვიმედოვნებ! ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე. 3 ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი. 4 შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. 5 წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენით ვიმედოვნებ ყოველდღე. 6 გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა. 7 ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა არ გაიხსენო; და ბრალი ჩემი, გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო. 8 კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე. 9 წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ. 10 ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება – მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის. 11 შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი. 12 ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად. 13 მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას. 14 საიდუმლო უფლისა – მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ. 15 ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, იგი მახისაგან იხსნის ფერხთა ჩემთა. 16 გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ. 17 განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან. 18 შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება. 19 შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე. 20 შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგან შენ გესავ. 21 უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ. 22 იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
ფსალმუნი 23                                                                                                ფსალმუნი 25

COMMENTS