ფსალმუნები 112

By
ივლისი 19, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1121 ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი! 2 იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე. 3 მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს სახელმა უფლისა. 4 მაღალია ყველა წარმართებზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. 5 ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, რომელიც ასე მაღლაა დამკვიდრებული, 6 რომელიც დაბლა იყურება – ცასა და მიწაზე? 7 რომელიც წამოაყენებს მიწიდან საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს, 8 რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ერის დიდებულებთან; 9 რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ალელუია!

ფსალმუნი 111                                                                                                                                     ფსალმუნი 113

კომენტარის დატოვება

Close
Close