HomeUncategorized

ფსალმუნები 84

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

841 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა. 2 აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. 3 აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება. 4 მოგვაქციე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე. 5 ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას? 6 ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით? 7 გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი. 8 მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ერზე, და თავის წმიდებზე, თუკი დაგმობენ სიბრიყვეს. 9 მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში. 10 წყალობა და ჭეშმარიტება შეხვდებიან ერთმანეთს, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს. 11 ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს. 12 უფალი გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს. 13 სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.

ფსალმუნი 83                                                                                                                                           ფსალმუნი 85

COMMENTS