HomeUncategorized

ფსალმუნები 121

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1211 გალობა აღსავალთა. დავითისა. გავიხარე, როცა მითხრეს: „უფლის სახლში წავიდეთ.” 2 დგანან ფერხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო! 3 იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი მთლიანად შედუღაბებული, 4 სადაც ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი – მოწმობა ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა. 5 რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა. 6 ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; „დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი! 7 იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, ბედნიერება – შენს სასახლეებში!” 8 ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო ვამბობ: „მშვიდობა შენ!” 9 ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.

ფსალმუნი 120                                                                                                                                      ფსალმუნი 122

COMMENTS