HomeUncategorized

ფსალმუნები 91

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

911 ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია, ვადიდოთ უფალი, და ვუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო! 2 გაუწყოთ დილ-დილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი – ღამ-ღამობით. 3 ათსიმიანსა და ჩანგზე გალობით – ქნარზე. 4 რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ. 5 რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები. 6 უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას, 7 როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა – მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ. 8 ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო! 9 რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც აგერ შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი – სიმრუდის მოქმედნი. 10 მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისამებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით. 11 უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები. 12 წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. 13 უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; 14 სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას. 15 რათა განვაცხადო: „მართალია უფალი; იგია ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.”

ფსალმუნი 90                                                                                                                                            ფსალმუნი 92

COMMENTS