HomeUncategorized

ფსალმუნები 74

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

741 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ”. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, ახლოსაა შენი სახელი. ლაპარაკობენ შენს საოცრებებს. 2 „როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით. 3 ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი:- მე გავამაგრე მისი სვეტები.” 4 ვუთხარი ამპარტავნებს: ‘ნუ იამპარტავნებთ!’ და ბოროტეულებს: ‘ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას. 5 ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნული ქედით.” 6 რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდან არის აღვსება კაცისა. 7 არამედ ღმერთი მსაჯული, რომელიც ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს. 8 რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს იქიდან, მის თხლესაც კი სწურავენ, და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა. 9 ხოლო მე მარადის ვაუწყებ, ვუგალობებ იაკობის ღმერთს. 10 ბოროტთა რქებს ერთიანად შევმუსრავ, მართლის რქები კი უნდა ამაღლდეს!

ფსალმუნი 73                                                                                                                                         ფსალმუნი 75

COMMENTS