ფსალმუნები 96

By
ივლისი 16, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

961 უფალი მეფობს; ილხინოს ქვეყნიერებამ, გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა! 2 ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ, სიმართლითა და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი. 3 ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს. 4 გაანათებენ მისი ელვები სამყაროს; ნახავს და შეშინდება ქვეყანა. 5 მთები ცვილივით დადნებიან უფლის წინაშე, მთელი ქვეყნიერების უფლის წინაშე. 6 ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი. 7 შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; მუხლი მოიდრიკეთ მის წინაშე ვითომ-ღმერთებო. 8 მოისმენს და გაიხარებს სიონი, და ილხენენ იუდას ასულები, შენთა სამართალთათვის, უფალო! 9 რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე. 10 უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება! ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. 11 შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება. 12 იმხიარულეთ, მართალნო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.

ფსალმუნი 95                                                                                                                                             ფსალმუნი 97

კომენტარის დატოვება

Close
Close