HomeUncategorized

ფსალმუნები 147

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1471 აქე, იერუსალიმო, უფალი! ადიდე შენი ღმერთი, სიონო! 2 რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან. 3 დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს. 4 იგი წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად რბის ბრძანება მისი. 5 წარმოგზავნის თოვლს, მატყლივით, თრთვილს ფერფლად მიმოფანტავს. 6 გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ? 7 მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს ქარს და გადმოდინდება. 8 ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი – ისრაელს. 9 არ უქნია ეს არც ერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ალელუია!

ფსალმუნი 146                                                                                                                                       ფსალმუნი 148

COMMENTS