HomeUncategorized

ფსალმუნები 41

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

411 გუნდის ლოტბარს. მოძღვრება კორახის ძეთა. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! 2 ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მივალ და ვიხილავ ღმერთის სახეს? 3 ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ მარადღე: „სად არის ღმერთი შენი?” 4 ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით. 5 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის. 6 დაღონებულია სული ჩემი; ამიტომ გიხსენიებ იორდანეს მიწიდან და ხერმონის მწვერვალებიდან, მიცყარის მთიდან. 7 უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა. 8 დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას, და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. 9 ვუთხარი ღმერთს, ჩემს სიმტკიცეს: „რად დამივიწყე? რატომ უნდა ვიარო მგლოვიარე გულით, რადგან ჩემი მტერი მთელავს?” 10 ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: „სად არის ღმერთი შენი?” 11 რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას,– ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.

ფსალმუნი 40                                                                                                                                           ფსალმუნი 42

COMMENTS