Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 25

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

251 დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდი. 2 გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი. 3 რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას. 4 არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ. 5 შევიძულე კრებული უკეთურთა ბოროტთა გვერდით არ დავჯდები. 6 ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო. 7 რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო. 8 უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და ადგილი – კარავი შენი დიდებისა. 9 ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს სისხლის მსმელებთან, 10 რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით. 11 ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე. 12 სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
ფსალმუნი 24                                                                                                ფსალმუნი 26

COMMENTS