ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია
ბიბლიის საბავშო აპლიკაცია YouVersion აპლიკაციათა ოჯახის უახლესი წევრია. ხელმისაწვდომია ანდროიდის სისტემის მქონე სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. ბიბლიის აპლიკაცია ბავშვებისთვის ყოველთვის უფასოა!
ინტერაქტიული თავგადასავლებისა და მშვენიერი ანიმაციების მეშვეობით, ბავშვები აღმოაჩენენ ბიბლიის დიდებულ ისტორიებს. ბიბლიის საბავშვო აპლიკაციის დიზაინი იმდენად სასიამოვნოდაა აწყობილი, რომ წაახალისებს ბავშვებს დაბრუნდნენ უკან და თავიდან. ეს დასაწყისია უფლის სიტყვის მიმართ სიყვარულისა.
ადვილი, ბავშვისთვის გასაგები ნავიგაცია
ფერადი ილუსტრაციები
შეხებითი აქტივობის მქონე ანიმაციები
ჩართულობა, ინტერაქტიული შინაარსი, რაც გააცოცხლებს ბიბლიას ბავშვებისთვის
სახალისო დიზაინის მქონე ფაქტები და აქტივობები, ეხმარება ბავშვებს ნასწავლის დამახსოვრებაში
განსაკუთრებული გამოწვევები აძლევს საშუალებას ბავშვებს მოიპოვონ ჯილდოები
. YouVersion – გან OneHope-თან პარტნიორობით.
საოცარი საოჯახო მულტფილმი
თავბრუდამხვევ ბიბლიურ მოგზაურობათა დროს სუპერწიგნი დროში მოგზაურ ორ ბავშვს და მათ მეგობარ რობოტს ასწავლის სხვადასხვა ზნეობრივ ჭეშმარიტებას და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს. ძველ დროში მცხოვრები ხალხისა და მაშინ მომხდარი მოვლენების ხილვა ქმნის საოცარ გარემოს და იწვევს დიდ ინტერესს. ბავშვები ხდებიან მოწმენი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ადამიანთა ცხოვრებაში. სუპერწიგნი ყოველთვის გასაოცარი აღმოჩენებით სავსე თავგადასავალს ჰპირდება ბავშვებს, რომლის შემდეგაც მათ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ხდება.