Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 3

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

3
1 ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი. 2 ბევრი ეუბნება ჩემს სულს: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი.” 3 და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა. 4 ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. 5 ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი. 6 ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან. 7 აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს. 8 უფლისაგან არის ხსნა. და შენი კურთხევა შენს ერზე.
ფსალმუნი 2                                                                                                  ფსალმუნი 4

COMMENTS