HomeUncategorized

ფსალმუნები 94

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

941 მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს. 2 სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას. 3 რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული; 4 რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა, და მთების მწვერვალებიც მისია. 5 მისია ზღვა, მან შექმნა იგი; და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა. 6 მოდით, თაყვანი ვცეთ და შეუვრდეთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე! 7 რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ერი მისი სამწყსოსი და ცხვარი მისი სამწყემსი. ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა: 8 „ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს, უდაბნოში 9 რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი. 10 ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ, და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები. 11 ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.”

ფსალმუნი 93                                                                                                                                          ფსალმუნი 95

COMMENTS