HomeUncategorized

ფსალმუნები 119

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1191 გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე, და მიპასუხა. 2 უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან! 3 რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი? 4 იგია მეომრის წამახული ისარი, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად. 5 ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან. 6 დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მათთან, ვისაც სძულთ მშვიდობა. 7 მე მშვიდობა მსურს, და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.

ფსალმუნი 118                                                                                                                                     ფსალმუნი 120

COMMENTS