HomeUncategorized

ფსალმუნები 46

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

461 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ფსალმუნი. ერნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით; 2 რადგან საშიშია უფალი ზენაარი – დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა. 3 დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს – ჩვენთა ფერხთა ქვეშ. 4 ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. – 5 ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი – საყვირის ხმაზე. 6 უგალობეთ, უგალობეთ ღმერთს! უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს! 7 რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი, უგალობეთ გონივრულად. 8 ღმერთი მეფობს ერებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე. 9 ხალხთა მთავარნი შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.

ფსალმუნი 45                                                                                                                                             ფსალმუნი 47

COMMENTS