HomeUncategorized

ფსალმუნები 75

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

751 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი. 2 და იყო შალემში მისი კარავი და მისი სავანე – სიონში. 3 იქ შემუსრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. 4 ბრწყინვალე ხარ და ძლიერი სანადირო მთებზე მეტად. 5 გაიძარცვნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ, მეომრებს ხელებმა უმტყუნეს. 6 შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ცხენსაც და მხედარსაც. 7 შენ საშიში ხარ, და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს? 8 ციდან მოგვასმინე სამართალი, დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა, 9 როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. 10 რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, რისხვის ნატამალს მოთოკავ. 11 აღუთქვით და გადაუხადეთ უფალს, თქვენს ღმერთს; ყველამ – მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს. 12 ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.

ფსალმუნი 74                                                                                                                                ფსალმუნი 76

COMMENTS