HomeUncategorized

ფსალმუნები 124

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1241 გალობა აღსავალთა. რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე. 2 იერუსალიმს ირგვლივ მთები არტყია, და უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე. 3 რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე. 4 სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს! 5 ხოლო გადახრილებს გულარძნილობად წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად. მშვიდობა ისრაელს!

ფსალმუნი 123                                                                                                                                       ფსალმუნი 125

COMMENTS