HomeUncategorized

ფსალმუნები 65

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
651 გუნდის ლოტბარს. გალობა ფსალმუნისა. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ! 2 უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას. 3 უთხარით ღმერთს: „რა საოცარია შენი საქმენი, შენი ძალის სიდიადით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები. 4 მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს!” 5 მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, შიშის მომგვრელია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე. 6 გადააქცია ზღვა ხმელეთად; მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო. 7 გაბატონებულია თავისი ძალით საუკუნოდ, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს, ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. 8 ადიდეთ, ხალხებო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა, 9 ვინც შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და ჩვენი ფეხი არ წაგვიბორძიკა. 10 რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლს გადაადნობენ. 11 მოგვაქციე ბადეში, ჩაგვრის ტვირთი აგვკიდე ზურგზე. 12 კაცი დაგვასვი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში, მაგრამ შენ გაგვიხალვათე. 13 მოვალ შენს სახლში აღსავლენით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს, 14 რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა, და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს. 15 მსუქან სრულადდასაწველს ამოგიტან საკმევლითურთ და ვერძებითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. 16 მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის. 17 მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით, და აღვამაღლე იგი ჩემი ენით. 18 სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მომისმენდა უფალი. 19 ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას. 20 კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.

ფსალმუნი 64                                                                                                                                            ფსალმუნი 66

COMMENTS