ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
231 ფსალმუნი. დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი. 2 რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი, და მდინარეებზე მოაწყო იგი. 3 ვინ ავა უფლის მთაზე? ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე? 4 ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, 5 ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან. 6 ეს არის თაობა მის მაძიებელთა, ვინც ეძიებს შენი სახის ხილვას, ღმერთო იაკობისა! 7 მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები, აიწიეთ, მარადიულნო კარნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა! 8 ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი – მტკიცე და ძლიერი, უფალი – ომში ძლევამოსილი. 9 მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები თქვენი, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა! 10 ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა.
ფსალმუნი 22 ფსალმუნი 24
ფსალმუნი 22 ფსალმუნი 24