HomeUncategorized

ფსალმუნები 35

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

351 გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილის, დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე. 2 რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს. 3 მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქნას. 4 უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს. 5 უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი – ღრუბლებამდე. 6 სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი – ღრმა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო. 7 რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო, და ადამის ძენი შენი ფრთების ქვეშ აფარებენ თავს. 8 დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასმევ მათ. 9 რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს. 10 მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს, და სიმართლე შენი – გულწრფელებს. 11 ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა, და ხელი ბოროტთა ნუ განმდევნის მე. 12 იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დაენარცხნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.

ფსალმუნი 34                                                                                                                                            ფსალმუნი 36

COMMENTS