HomeUncategorized

ფსალმუნები 59

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

591 გუნდის ლოტბარს. შუშან ყედუთზე. დავითის ძეგლისწერა; შესწავლისათვის. როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს, და დაუბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე. ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და გაგვაპარტახე შენი რისხვით, კვლავ აღგვადგინე. 2 რომელმაც შეაზანზარე მიწა, შუა გაჰკვეთე, განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა. 3 აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული. 4 მიეცი შენს მოშიშთ დროშა, ჭეშმარიტებას რომ აუფრიალონ. 5 რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, გვიხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე. 6 ღმერთმა თქვა თავის საწმიდარში: „ვიზეიმებ! დავყოფ შექემს, და სუქოთის დაბლობს მივუზომავ. 7 ჩემია გილყადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა – კვერთხი ჩემი; 8 მოაბი ჩემი საბანელია, ედომს დავაღირებ ჩემს ხამლს; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.” 9 ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში? 10 თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე? თუ არ გინდა, რომ გამოხვიდე, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან. 11 მოგვამდლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან. 12 ღმერთთან შევქმნით ჩვენ ლაშქარს, და ღმერთი დაამხობს ჩვენს მტრებს.

ფსალუმუნი 58                                                                                                                                        ფსალმუნი 60                                                                                                      

COMMENTS