HomeUncategorized

ფსალმუნები 125

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1251 გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისას, თავი სიზმარში გვეგონა. 2 მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი, და ენა ჩვენი – გალობით; მაშინ ამბობენ წარმართთა შორის: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.” 3 დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან, ჩვენ გავმხიარულდით. 4 დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე. 5 ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. 6 მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები.

ფსალმუნი 124                                                                                                                                      ფსალმუნი 126

COMMENTS