HomeUncategorized

ფსალმუნები 45

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

451 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა. ყალამოთის ხმაზე. გალობა. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად. 2 ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ. 3 თუნდაც იხმაურონ, იბობოქრონ მათმა წყლებმა. მთები შეირყევიან მათი მედიდურებით. 4 მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას. 5 ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე. 6 ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა – გაქრა ქვეყანა. 7 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. 8 მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. 9 შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით. 10 „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.” 11 ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა.

ფსალმუნი 44                                                                                                                                          ფსალმუნი 46

COMMENTS