ფსალმუნები 81

By
ივლისი 14, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

811 ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ანგელოზთა შორის ქმნა სამართალი: 2 „როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტთა? 3 განიკითხეთ საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ. 4 გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით. 5 არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა. 6 მე განვაცხადე: ‘თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი.’ 7 მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.” 8 აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერებს.

ფსალმუნი 80                                                                                                                                          ფსალმუნი 82

კომენტარის დატოვება

Close
Close