HomeUncategorized

ფსალმუნები 62

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
621 ფსალმუნი დავითისა, იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; ცისკრის ჟამიდან გეძებ, მოსწყურდი ჩემს სულს, შენზე ნაღვლობს ჩემი ხორცი უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე; 2 როგორც გიხილე საწმიდარში; რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი. 3 რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა; ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. 4 ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს. 5 ცხიმითა და სიმსუქნით დამსუყდება სული ჩემი, და მგალობელი ბაგეებით გაქებს პირი ჩემი. 6 როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე; 7 რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოვილხენ. 8 შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი. 9 ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, შავეთში ჩავლენ! 10 მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქმნებიან! 11 მეფე კი გაიხარებს, ღმერთში; იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, ხოლო დაიგმანება სიცრუის მოლაპარკეთა პირი.

ფსალმუნი 61                                                                                                                                             ფსალმუნი 63

COMMENTS