HomeUncategorized

ფსალმუნები 127

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1271 გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით! 2 შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! 3 ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო. 4 შეხედე, ასე მიიღებს კურთხევას კაცი მოშიში უფლისა! 5 გაკურთხოს შენმა უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. 6 იხილე შვილნი შვილთა შენთანი! მშვიდობა ისრაელს!

ფსალმუნი 126                                                                                                                                       ფსალმუნი 128

COMMENTS