ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
1141 მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას და ჩემს ვედრებას; 2 რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას. 3 გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე. 4 და სახელს მოვუხმობ უფლისას: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი!” 5 მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი. 6 იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე. 7 დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს სიმშვიდეში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ! 8 რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან; 9 ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.