საიტის შექმნელები არიან მიუკერძოებლები და მათი მიზანია ქრისტიანთა უმთავრესი წიგნის, წმინდა წერილის, ღვთი სიტყვის, ბიბლიის პოპულარიზაცია.
მრწამსი
მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცდა.
და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე, და ივნო და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვნით მამისა.
და კვლად მომავალ-არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სულიწმინდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.
ლიტერატურა
© ახალი გადამუშავებული გამოცემა 2016
© საპატრიარქო
© სბს-სტოკჰოლმი 2001
© სბს-2013
წყაროები და დამხმარე საიტები
biblestudytools.com, knowing-jesus.com, holybible.ge,
openbible.info, kingjamesbibleonline.org, biblegateway.com