HomeUncategorized

ფსალმუნები 66

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
661 გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი გალობისა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. 2 რათა შეიცნონ ქვეყნიერებაზე შენი გზები, რომ ყველა ხალხისთვის არის შენი შველა. 3 გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ყველა ერები. 4 გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ერებს სისწორით, და ერებს ქვეყანაზე წარუძღვები. 5 გიწამებენ ერები, ღმერთო, გიწამებენ ერები ერთიანად. 6 მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა. 7 გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.

ფსალმუნი 65                                                                                                                                         ფსალმუნი 67

COMMENTS