HomeUncategorized

ფსალმუნები 92

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

921 უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; სამყაროც მტკიცედ დგას და არ შეირყევა. 2 მტკიცედ დგას შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიულობიდან ხარ შენ. 3 აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ტალღებს ძლიერად; 4 წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ძლიერია მაღლა უფალი. 5 მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად; შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.


ფსალმუნი 91                                                                                                                                             ფსალმუნი 93

COMMENTS