HomeUncategorized

ფსალმუნები 148

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1481 ალელუია! ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში! 2 ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო; ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო! 3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ; ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო! 4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და, მისნო წყლებო, რომელნიც ცათა ზემოთ ხართ! 5 ადიდონ სახელი უფლისა; რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ, 6 და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე; რჯული მისცა და არავინ გადაუხვევს. 7 ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო! 8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო, 9 მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო. 10 მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრინველნო ფრთოსანნო; 11 მეფენო ქვეყანისა და ყოველნო ტომნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყანისა. 12 ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, – 13 ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში. 14 და მოამაღლა რქა თავისი ერისა, დიდება ყოველი მისი წმიდისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ერისა. ალელუია!

ფსალმუნი 147                                                                                                                                         ფსალმუნი 149

COMMENTS